სახელფასო პროგრამა

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 10.06.2019

სახელფასო პროგრამა
სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოთხოვნების ჩამონათვალისაგან. დაინტერესებულ კომპანიებს მოთხოვნათა ჩამონათვალის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან.
 
  • ალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
 
  1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (ფიზიკური მისამართი, ვებ.გვერდის მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები);
  2. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  3. შემოთავაზება, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ბოლო 3 წლის გამოცდილებას; შექმნილი პროდუქტების სადემონსტრაციო ვერსიებს; დამკვეთთა სიას, შესაბამისი სარეკომენდაციო წერილებით.
  4. სამუშაოს შესრულების ვადები;
  5. ფასის შემოთავაზება ლარში (ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს, სასურველია დეტალიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის და დანერგვა-იმპლემენტაციის ან/და სხვა შესაძლო დანახარჯებს) დამოწმებული ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
  6. გაითვალისწინეთ, რომ ავანსის (არაუმეტეს 30%) გადახდა განიხილება მხოლოდ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება,პასუხისმგებელი პირის ტელეფონი და ელ.ფოსტა,ტენდერის დასახელება “სახელფასო პროგრამა“
 
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 10 ივნისი,  16:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".  
 
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ შერჩევის მეორე ეტაპზე შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს დეტალების დაზუსტების მიზნით.