სოციალური მუშაკი

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 01.05.2019

სოციალური მუშაკი

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მცირე საოჯახი ტიპის სახლების პროექტის ფარგლებში ეძებს სოციალურ მუშაკს

 

 

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი, ქვემოთ მითითებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კვირაში მინიმუმ ორი ვიზიტი

 

· ქუთაისი

· ხონი

· საჩხერე (ბაჯითი)

· ზესტაფონი (კვალითი)

· წალენჯიხა

· ამბროლაური

 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

§ შემთხვევების მართვის (case management) წარმოება;

§ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ვიზიტების განხორციელება;

§ მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა;

§ მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

§ ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისად, მათი დოკუმენტალურად ასახვა;

§ პროექტის კოორდინატორთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

§ სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.

 

მოთხოვნები:

 

§ უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში

§ ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება

§ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

§ წერითი უნარ-ჩვევები

§ ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი

§ ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი

§ ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი

§ მოქნილობა და დამოუკიდებლობა

§ თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

§ დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

§ გუნდური მუშაობის უნარი

§ SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

§ მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;

§ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;

§ კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;

§ პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;

§ პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge