ტენდერი ეზოს სკამების შეძენის თაობაზე

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 31.05.2019

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ეზოს სკამების შეძენის თაობაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს პროექტის თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამისთვის ეზოს/სკვერი სკამების შესაძენად ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოსალოდნელი სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით. 

ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს:

** 17 ცალი ეზოს/სკვერის სკამების შეძენა: სიგრძე/სიგანე 135/40 ზე, სიმაღ;ე-70 ; რკინა-ხის კონსრუქცია (შესაძლებელია მცირედი ცვლილება)
** სკამის ფოტო მასალა

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე: 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები); 
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების შესახებ ფბ გვერდის ან ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.
** შესაძენი სკამის ფოტო მასალა
** ხარჯთაღრიცხვა 

თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრატის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები: 2019 წლის 1 ივნისიდან-10 ივნისის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ , ავთო ვარაზის ქ.N40

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ეზოს სკამები ", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 მაისი 12:00სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ , ავთო ვარაზის ქ.N40

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.