ტენდერი სატრანსპორტო საშუალების - მიკროავტობუსის შესყიდვაზე

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 03.04.2019

 ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" პროგრამის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს "ეს-ო-ეს" ბავშვთა სოფელი ქუთაისის პროგრამისათვის სატრანსპორტო საშუალების - მიკროავტობუსის შესყიდვაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მიკროავტობუსის გამოშვების წელი 2010-2014 წ. 
** მიკროავტობუსი უნდა იყოს დიზელის საწვავზე მომუშავე
** სამგზავრო სკამების რაოდენობა მინიმუმ 12. 
** სავარძლები რბილი და კომფორტული
** მიკროავტობუსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სალონის გაგრილების სისტემით (კონდენციონერი)
** გავლილი უნდა ქონდეს ტექნიკური დათვალიერება (ყურადღება მიექცეს მიკროავტობუსის საავარიო გასასვლელებს და განსაკუთრებით გამონაბოლქვს (ძრავის მაყუჩებზე ქარხნული კატალიზატორით მინიმუმ EURO-4 )).
** ავტომობილის საერთო მდგომარეობა - გამართული , ხარვეზების გარეშე
** ავტომობილი უნდა იყოს ახალი განბაჟებული მინიმუმ 2-4 თვის
** გრანტია ძრავზე, ტრანსმიაზე, სავალ ნაწილებზე - მინიმუმ 2 წელი 

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე: 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები). ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადი დოკუმენტაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
** მიკროავტობუსის დოკუმენტაცია (ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ: მოდელი, ფერი, ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, ავტომანქანის პასპორტი და ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი).
** ხარჯთაღრიცხვა (დალუქულ კონვერტში);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** მიკროავტობუსის ფოტოები. 

გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით. 

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის ქ.#4, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისი.

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება (უნაღდო ანგარიშსწორება) საქონლის მოწოდების დასრულების და მიღება -ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ბეჭდით დალუქული კონვერტით. გთხოვთ, კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი) და "მიკროავტობუსის შესყიდვა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 3 აპრილი 16:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ ორ მისამართზე:

** ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. N-4 (ყოფილი ახალგაზრდობის მე-3 შესახვევი), ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისი.
** ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა 

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.