YES პროექტის რეგიონული კოორდინატორი - იმერეთი, სამეგრელო

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 05.10.2018

პოზიციის სახელწოდება: YES პროექტის რეგიონალური კოორდინატორი 
სტატუსი: ნახევარ განაკვეთიანი მომსახურების ხელშეკრულება 
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი (ქუთაისი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (ზუგდიდი) 
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე (ოქტომბერი, 2018 - სექტემბერი, 2019)

პროექტის მიზანი: საქართველოს 4 რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე და თელავი) მცხოვრები მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა-გაძლიერება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცოდნის გაზიარებაზე აგებული ინოვაციური პლატფორმის - 8 ახალგაზრდული კლუბის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაქმებისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის აუცილებელი უნარების განვითარებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ახალგაზრდული ჯგუფების მობილიზება; კლუბის ლიდერების შერჩევა, მენტორობა და მათი საქმიანობის ხელმძღვანელობა; კლუბის ლიდერების ფასილიტაციი და კლუბების მუშაობის პროცესში დახმარების გაწევა (შენიშვნა: ზემოაღნიშნულ 2 რეგიონში 1 წლის განმავლობაში დაგეგმილია 4 კლუბის ჩამოყალიბება). 

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის პოტენციური პარტნიორების (ორგანიზაციები და ინდივიდები) განსაზღვრა და მათთან შეხვედრ(ებ)ის ორგანიზება;
** სამიზნე თემებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების პროცესში, პროექტის ფარგლებში შერჩეული კლუბების ლიდერების დახმარება; 
** კლუბების ჩამოყალიბების თემაზე, ლიდერებთან აქტიური მუშაობის გაწევა; 
** კლუბების მიერ ორგანიზებულ ყოველკვირეულ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა, რათა ხელი შეეწყოს კლუბების სტრატეგიისა და ხედვის სწორად ჩამოყალიბებას და სამოქმედო გეგმ(ებ)ის განვითარებას;
** ლიდერებთან ყოველთვიური პირისპირ შეხვედრების ორგანიზება; 
** ლიდერების დახმარება თემის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაში;
** კლუბის ლიდერების სამოტივაციო ღონისძიებების ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებისა და ლიდერებისთვის ტრენინგების ჩატარება;
** მოწოდებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების შესაბამისობის დადგენა;
** ანგარიშების დროულად წარმოდგენასთან დაკავშირებით, ვადების დაცვის მონიტორინგი;
** კლუბების წევრების წარმატებული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი ყოველთვიურ ანგარიშში ასახვა;
** კლუბების დახმარება პროექტებისა და სოციალური საწარმოს ბიუჯეტირებაში;
** ზოგადი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მიზნით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი განათლების, სოციალური მეცნიერებების (სოციალური სამუშაო, ახალგაზრდული მიმართულება) ან ბიზნეს ადმინისტრირებაში (სასურველია)

სასურველი უნარები:

** ახალგაზრდული მიმართულების პოზიტიური მართვის მეთოდების ცოდნა
** ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიდგომებისა და მეთოდების ცოდნა
** კვლევის დიზაინის შემუშავებისა და განხორციელების ცოდნა
** გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა
** გამართული ინგლისური ენის ცოდნა (წერითი, თხრობითი)
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (MS Office, E-mail & Internet)

სასურველი გამოცდილება:

** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება მათთვის ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი მზაობის უნარების განვითარების მიმართულებით;
** ტრენინგის ჩატარება და ფასილიტაცია, ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით;
** პროექტის დიზაინი, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@sos-kd.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ `YES - Regional Coordinator`. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 5 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.