ქველმოქმედების ევროპული სტანდარტი

SOS Children’s Villages International საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1949 წელს დაარსდა. დღეისათვის ის 136 ქვეყანაში საქმიანობს - მხარს უჭერს სიღარიბეში მცხოვრებ, მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ასოციაციაა 1989 წლიდან. 

ჩვენი ამბავი

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ათასობით ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ხელი შევუწყვეთ ოჯახების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

ამჟამად, საქართველოს 6 რეგიონში ვმუშაობთ და ყოველთვიურად უმნიშვნელოვანეს დახმარებას ვუწევთ 1600-ზე მეტ ადამიანს - სხვადასხვა სირთულის წინაშე მყოფ ბავშვებსა და ბავშვიან ოჯახებ


მისია და ხედვა

ჩვენი როლი საზოგადოებაში

მისია
ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ მოწყვლადი ოჯახები მთელ საქართველოში. შევქმნათ ოჯახურთან მიახლოებული გარემო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის და საზოგადოების ჩართულობით შევქმნათ მდგრადი, პოზიტიური ცვლილებები ყველა ბავშვისთვის.
ხედვა
ჩვენ გვჯერა, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იზრდებოდეს მზრუნველ, ოჯახურ გარემოში და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

ის, რაც გვაერთიანებს


ჩვენი ღირებულებები

ჩვენი საქმიანობა

სრულიად

გამჭვირვალეა


პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა

ანგარიშგებისა და ფინანსების ხარჯვის მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემები საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ დონაციების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა
უკვე სამ ათწლეულზე მეტია, ვიცავთ სიღარიბეში მცხოვრები და მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებებს, ვცვლით და ვაუმჯობესებთ მათ ცხოვრებას.
გამჭვირვალობა
ვაქვეყნებთ ყველა პროექტის დეტალურ ანგარიშს. დონორების, მხარდამჭერებისა და კორპორაციული პარტნიორებისგან მიღებულ ფინანსურ რესურს ოპტიმალურად ვანაწილებთ და განვკარგავთ.

ჩვენი ორგანიზაციის მასშტაბი


ყოველთვიურად ვეხმარებით 1600-ზე მეტ ბავშვსა და მზრუნველს საქართველოში.

ვმუშაობთ საქართველოს
6 რეგიონში

მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად აირჩიეთ სახლი