უფროსი სოციალური მუშაკი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 12.07.2020

 
უფროსი სოციალური მუშაკი
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ქუთაისის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს  უფროსი სოციალური მუშაკის ვაკანსიას:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. უფროსი სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას ოჯახურ გარემოში, ბავშვისთვის უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, ბავშვის განვითარებასა და მისი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას. ამასთანავე, უფროსი სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბავშვისათვის განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. იგი პროფესიული მხარდაჭერისა და ზედამხედველობის გზით უზრუნველყოფს ბავშვებთან მომუშავე მულტიდისციპლინარული გუნდის ეფექტურ მუშაობას.
 
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
 
  • ზედამხედველობა გაუწიოს მულტიდისციპლინარულ გუნდის ეფექტურ მუშაობას;
  • უზრუნველყოს სოციალური მუშაკის შემთხვევების მართვის მონიტორინგი;
  • საჭიროებისამებრ, ჩაერთოს სოციალური მუშაკის შემთხვევის მართვის პროცესში და გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა;
  • მოამზადოს ყოველკვარტალური ანგარიშები მულტი-გუნდის საქმიანობის შესახებ და წარადგინოს ალტერნატიული ზრუნვის ლიდერთან;
  • უზრუნველყოს ალტერნატიული ზრუნვის მიმართულებაში არსებული შემთხვევის მართვის პროცედურის სრულად დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • აწარმოოს საკუთარი შემთხვევების მართვა და განახორციელოს სხვა სოციალური მუშაკის პროფესიული სუპერვიზია შემთხვევის მართვის პროცესში, რომელიც მოიცავს ბავშვის მომსახურებაში შემოსვლიდან, მის გასვლამდე პერიოდს;
  • განახორციელოს ბენეფიციართან, თანადგომის ქსელთან და სხვა ჯგუფთან (თემი) ინტერვიუ და შეაფასოს არსებული სიტუაცია, სირთულეები და შესაძლებლობები იმისათვის, რომ საჭიროებების გათვალისწინებით, სწორად განისაზღვროს მომსახურების მიწოდების სპეციფიკა;
  • ბავშვთან და მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ჩამოაყალიბოს და დადგენილ დროში განაახლოს ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა და განახორციელოს გეგმით განსაზღვრული ინტერვენციები;
  • უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
  • ორგანიზება გაუწიოს და/ან მონაწილეობა მიიღოს  შემთხვევის კონფერენციებში და ხელი შეუწყოს დასახული მიზნების შესრულებას;
  • კონსულტირება და დახმარება გაუწიოს ბენეფიციარ ბავშვებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • კონსულტირება გაუწიოს აღმზრდელებს დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებასთან დაკავშირებით;
  • უზრუნველყოს ონალინ პლათფორმის, მონაცემთა ბაზის ეფექტური წარმოება;
 
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
  • ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება
  • უფროსს სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 12 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge