ადვოკატირება
ჩვენ გვწამს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვაზე და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე.
ჩვენ ვართ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა (UNCRC) და ალტერნატიული მოვლის სახელმძღვანელო პრინციპების აქტიური მხარდამჭერები. ჩვენი მთავარი მიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შევქმნათ სიყვარულით სავსე, სტაბილური ოჯახური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან განვითარებას.
ჩვენი პრიორიტეტები
ჩვენი ადვოკატირება ფოკუსირებულია ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ:
• ხარისხიანი განათლება;
• ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა;
• უსაფრთხო და ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნა;
• პიროვნული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნა;
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათ შორის გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და აღმოფხვრას.
სტრატეგიული პარტნიორობა და სისტემური ცვლილებები
ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თემებთან, სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა:
• გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა;
• უზრუნველვყოთ ოჯახის მხარდამჭერი და თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება;
• გავაძლიეროთ გენდერული თანასწორობა და ხელი შევუწყოთ თანაბარი შესაძლებლობების არსებობას;
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი ერთგულად ემსახურება ბავშვებსა და ოჯახებზე ორიენტირებული მომსახურებების განვითარებას, რათა ბავშვები დარჩნენ საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახებში ან მიიღონ ოჯახთან მიახლოებული ხარისხიანი ზრუნვა.
ჩვენი გავლენა
2013 წლიდან ჩვენ ვართ ბავშვებისა და ახალგაზრდების კოალიციის (CCY) წევრი, რაც საშუალებას გვაძლევს:
● ჩავერთოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიალოგის პროცესში
● გავაძლიეროთ ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფებისთვის
● გავლენა მოვახდინოთ ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკაზე
SOS ბავშვთა სოფელი 2020 წლიდან არის ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ადრეული ინტერვენციის სისტემის განვითარებაში.
ჩვენი აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობს მაღალი ხარისხის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვას.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველას შეუძლია ცვლილებების შექმნა. შემოგვიერთდით და ერთად დავეხმაროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს უსაფრთხო და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე!

ძირითადი მიმართულებები
გაიგე მეტი ორგანიზაციისა და პროგრამების შესახებ
გამოიწერე ელექტრონული წერილები სიახლეებსა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.



