ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2023-2025
პროექტის მთავარი მიზანია, ქ. ზუგდიდში, სოფელ რუხსა და სოფელ კოკში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 0-18 წლამდე ასაკის 200 ბავშვისა და 150 მზრუნველის დახმარება, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორის გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას.
პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია სამიზნე თემში მცხოვრები 50 ახალგაზრდის სოციალური და ცხოვრებისეული, ასევე, დასაქმებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებაში დახმარება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს, სამიზნე სოფლებში მდებარე საჯარო სკოლების მხარდაჭერას, პროფესიული ორიენტაციის პროგრამის პილოტირებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მსგავსი პროგრამები

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2017 წელს, ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვითარდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის (სპორტული და სათამაშო მოედნები) განვითარებას, ამავე თემში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების მიზნით.
2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება
2013-2016 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა პროექტი - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.
2013-2016

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.
2020-2022