მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2017-2019

პროექტი სამიზნე ჯგუფის ბენფიციარებებს სთავაზობდა სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა ფსიქო-სოციალური დახმარება და ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება.

ოჯახის გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავდა სამი წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ქ. ზუგდიდი და სოფელი ინგირი) მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი 400 ბავშვისა და 160 ოჯახის მხარდაჭერასა და დახმარებას.

პროექტის მიზნების გათვალისწინებით, 2017-2019 წწ. დახმარება გაეწია 405 ბავშვსა და მათ მშობლებს (174 ოჯახი).

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის

ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის

2018 წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა, ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდთან და World Vision საქართველოსთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი - „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“.

2018

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.

2020-2022

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

2020-2023 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 39-თვიანი პროექტი - „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში”.

2020-2023