გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში
2020-2023
პროექტი მიზნად ისახავდა გურიისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და კახეთის (თელავის მუნიციპალიტეტი) რეგიონების თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ბავშვთა დაცვის ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერებით.
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს პარტნიორობას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“.
სამი წლის განმავლობაში, პროექტი მოემსახურა 1042 ბავშვს, 149 მშობელს, 473 მასწავლებელსა და ბავშვთა დაცვის 74 ადგილობრივ სპეციალისტს.
შეიქმნა არაერთი საგანმანათლებლო რესურსი, მათ შორის საინფორმაციო ვიდეორგოლები და ბროშურები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ.
კრიზისში მყოფი ოჯახების გაძლიერების მიზნით, მშობლები და ბავშვები ჩაერთნენ პოზიტიური მშობლობისა და ბავშვთა უფლებების, მცირე ბიზნესის წარმოების, ბიზნეს გეგმების მართვის, დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებასთან დაკავშირებულ ტრენინგებში, გარდა ამისა, მიიღეს სახელობო განათლება და შეიძინეს პროფესია სხვადასხვა პროფესიული კურსის მეშვეობით.
ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში ჩაერთო 129 ოჯახი. 50 ოჯახს გადაეცა აგრო გრანტი და მიიღეს ექსპერტთა მხარდაჭერა სტარტაპისთვის. 53 ოჯახის შემოსავალი გაიზარდა 20%-ზე მეტით (საშუალოდ 39,5%).
ბავშვთა დაცვის ადგილობრივმა სპეციალისტებმა აიმაღლეს კომპეტენცია კრიზისში მყოფი ოჯახების საჭიროებების შეფასებისა და ინტერვენციების განხორციელების მიმართულებით.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გაიზიარეს პროექტის გამოცდილება და დანერგეს ადგილობრივი სოციალური პროგრამები კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.
მსგავსი პროგრამები

ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 3-წლიან პროექტს - „ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“
2023-2025

მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2017-2019 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - “მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, მათი შვილების უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში აღზრდა-განვითარების მიზნით.
2017-2019

საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა
2013 წელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური დახმარებით განვითარდა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება, რომლის დანიშნულებაა მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების დედების (მარტოხელა ახალგაზრდა მშობლები) და მათი 10 წლამდე ასაკის შვილების თავშესაფრითა და სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.
2013