ძალადობისგან დაცვა
მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე, ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.
ჩვენი მისიაა, მუდმივად გავაუმჯობესოთ პრევენციისა და ცნობადობის ამაღლების მექანიზმები, რათა უზრუნველვყოთ შეტყობინებისა და რეაგირების ეფექტური სისტემები. ამ მიზნის მისაღწევად, ვიყენებთ მრავალმხრივ მიდგომებს, მათ შორის: ტრენინგებს, კონსულტაციებს, სუპერვიზიას, შიდა და გარე აუდიტებს, ანონიმური შეტყობინების სისტემებსა და სხვა ეფექტურ ინსტრუმენტებს.
ორგანიზაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობაზეებზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს ყველა პირის დაცვას, განსაკუთრებით, კი ბავშვებისა და ახალგაზრდების.
ჩვენს საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები:
„ბავშვებისა და ახალგაზრდების ძალადობისგან დაცვის პოლიტიკა“;
„რეგულაცია სექსუალური ხასიათის გადაცდომაზე: სექსუალური შევიწროების, ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია და დაცვა“;
„გადაცდომის ინციდენტის მართვის რეგულაცია“.
ჩვენი ორგანიზაცია კატეგორიულად გმობს ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ექსპლუატაციის ყოველგვარ ფორმას და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის შესაბამისად რეაგირებს ძალადობის აშკარა, ან სავარაუდო ფაქტებზე, მათ შორის, ძალადობის მცდელობაზე.
თუ გაქვთ ინფორმაცია გადაცდომის შემთხვევის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: safeguarding@sos-kd.ge.
ჩვენ ვცდილობთ, ყველა ბავშვმა და ახალგაზრდამ იგრძნოს თავი დაცულად და ჰქონდეს შესაძლებლობა უსაფრთხო და ბედნიერი მომავლისთვის.

ძირითადი მიმართულებები
გაიგე მეტი ორგანიზაციისა და პროგრამების შესახებ
გამოიწერე ელექტრონული წერილები სიახლეებსა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.



