
არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო
ჩვენ, SOS ბავშვთა სოფელი, 1989 წლიდან დღემდე, ვართ სიღარიბეში მცხოვრები და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მთავარი საყრდენი საქართველოში. ამ წლების განმავლობაში შევძელით, რომ უკეთესობისკენ შეგვეცვალა 2500-მდე ოჯახის, 5600-ზე მეტი ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება. ჩვენი ზრუნვა ბავშვების, ოჯახებისა და ახალგაზრდების კონკრეტულ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ვეხმარებით და ვაძლიერებთ მათ ეკონომიკურად და ვაწვდით შესაბამის ფსიქო-სოციალურ მომსახურებებს.


საერთაშორისო გამოცდილება, პროფესიონალების მიერ შექმნილი უნიკალური პროგრამები და საქმისადმი ერთგულება არის ის, რაც ყველასგან გამოგვარჩევს. თუმცა, საზოგადოების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოგვივა. თქვენი თითოეული დონაცია ჩვენთვის ნიშნავს, სულ მცირე, ერთი ბავშვის გაუმჯობესებულ ცხოვრებას - ერთით მეტ ბავშვს, რომელსაც არ შია, არ სცივა, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის მარტო. მხოლოდ ასე - ჩვენი ძალების გაერთიანებით შევქმნით უკეთეს მომავალს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
როგორ ვზრუნავთ ბავშვებზე
ნამდვილი ისტორიები
ჩვენი ორგანიზაციის მასშტაბი
ვმუშაობთ საქართველოს
6 რეგიონში






















































