თქვენს მხარდაჭერას წარმოუდგენელი ძალა აქვს!
ინდივიდუალური
მხარდაჭერა
ჩვენ, „SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან დღემდე საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მთავარი საყრდენი ვართ.
ამ წლების განმავლობაში შევძელით, რომ უკეთესობისკენ შეგვეცვალა 12 000-ზე მეტი ოჯახის, 2500-მდე ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება, თუმცა, თქვენი დახმარების გარეშე, მხოლოდ ჩვენ, არაფერი გამოგვივა.
თქვენი თითოეული დონაცია ჩვენთვის ნიშნავს, სულ მცირე, ერთი ბავშვის გაუმჯობესებულ ცხოვრებას - ერთით მეტ ბავშვს, რომელსაც არ შია, არ სცივა, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის მარტო.
მხოლოდ ასე - ჩვენი ძალების გაერთიანებით შევქმნით უკეთეს მომავალს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
როგორ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება?
კორპორაციული პარტნიორები
SOS ბავშვთა სოფელში ღრმად გვწამს სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვანი როლის ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში.
ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ უფრო ძლიერები ვხდებით, ერთობლივი ძალებით კი უფრო და უფრო მეტი ბავშვის ცხოვრებას ვცვლით უკეთესობისკენ.
ერთად შეგვიძლია ბავშვებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ზრუნვა, რომ ისინი გაიზარდონ თბილ სახლში, სიყვარულით სავსე ოჯახურ გარემოში.
აგრეთვე, აღვზარდოთ ისინი წარმატებულ ახალგაზრდებად, რომლებიც აქტიურად შეიტანენ წვლილს საზოგადოების განვითარებაში.


ინსტიტუციური პარტნიორები
ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებთან იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე, მათი მშობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო მეტიც, ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარებაში. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ სიღარიბის შემცირებაზე და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. ინსტიტუციური პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს ოპტიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და კვლევაზე დაფუძნებით, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაფართოოთ ჩვენი მხარდაჭერა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოწყვლადი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობას და მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.