იმერეთის რეგიონში მცხოვრები 230 მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

2016-2019

პროექტი მიზნად ისახავდა ქუთაისისა და გუმბრის თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი 575 ბავშვებისა და 391 მშობლის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში, მომსახურების მოსარგებლე ბავშვებისა და მათ ოჯახებისთვის შეთავაზებულ იქნა ოჯახის მხარდამჭერი არაერთი მომსახურება და ინტერვენცია, მათ შორის იყო ფსიქო-სოციალურ დახმარებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, დასაქმების ხელშეწყობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფოკუსირებული აქტივობები.

პროექტის ფარგლებში მომსახურების მოსარგებლე ოჯახებმა განავითარეს 7 ჯგუფური ბიზნეს იდეა, რომელიც დღესაც წარმატებით უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა 1-3 წლამდე ასაკის ბავშვთა დღის ცენტრიც, სადაც ჩართული იყო 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2017-2019 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - “მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, მათი შვილების უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში აღზრდა-განვითარების მიზნით.

2017-2019

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.

2020-2022

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 46-თვიან პროექტს - „საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება“ (2024-2028წწ). პროექტის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“.

2024-2028