F2F Fundraiser

ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო დატვირთვა
ნახევარი განაკვეთი
ბოლო ვადა
10.10.2025

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", აცხადებს  საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე (მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი). 

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

  • საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა)  პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია; 
  • შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან; 

ჩვენ გეძებთ თუ:

  • ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
  • გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;
  • ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;
  • შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მნიშვნელოვანი მისიის "არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge