ENG საველე ფანდრაიზერი
ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო დატვირთვა
ნახევარი
ბოლო ვადა
10.10.2025
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე (მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი).
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
- საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია;
- შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
- ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
- ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
ჩვენ გეძებთ თუ:
- ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
- გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;
- ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;
- შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- მნიშვნელოვანი მისიის "არცერთი ბავსვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge